Posts

Showing posts from April, 2021

განათლების სისტემის გლობალიზაცია

  ამ ბოლო პერიოდში საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა, მისი შემდგომი განვითარების გზები და პერსპექტივა ცხარე მსჯელობასა და კამათს იწვევს. ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემას. ვიდრე უშუალოდ განათლების სფეროზე ვისაუბრებ, საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვით შევეხო გლობალიზაციას. ტერმინი გლობალიზაცია 1961 წელს გაჩნდა ლექსიკონში, თუმცა ამ პროცესზე აქტიური საუბარი 1980-იანი წლებიდან დაიწყო . მეცნიერთა შორის ამ ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ არსებობს. იან შოლტეს განმარტებით „გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები ისე, რომ ადამიანთა ცხოვრება მსოფლიოს, როგორც ერთი მთლიანობის ფარგლებში მიედინება“. ენტონი გიდენსის მოსაზრებით კი „გლობალიზაცია შეიძლება აიხსნას, როგორც იმ მსოფლიო მასშტაბის სოციალურ ურთიერთობათა გაძლიერება, რომლებიც დაშორებულ ადგილებს იმგვარად აკავშირებს ერთმანეთთან, რომ ადგილობრივი მნიშ...