მოსწავლის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის განსაზღვრისთვის
ანოტაცია ჩემი კვლევის საგანია თანამედროვე განათლების სისტემაში არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც წარმოადგენს მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის და ინტერესის ზრდას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლისადმი იძულებითი მეთოდებით ინტერესდებიან, ანუ მათ არ გააჩნიათ შინაგანი მოტივაცია და მხოლოდ გარეგანი მოტივაციით (იძულებით) არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. უარეს შემთხვევაში კი მათ ეს გარეგანი მოტივაციაც არ გააჩნიათ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არც ისე ხშირი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, მაინც რა არის შინაგანი და გარეგანი მოტივაცია და რას შეუწყობს ხელს ამ საკითხის კვლევა? ჩემი მიზანი სწორედ ამ კითხვაზე სწორი და ნათელი პასუხის პოვნაა, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს პედაგოგებს და მოგვცემს იმ მეთოდებისა და სტრატეგიების განსაზღვრის საშუალებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ზრდას. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ შერჩეული საკვლევი თემა საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა თანამედროვე პედაგოგიური საქმიანობისათ...