Posts

განათლების სისტემის გლობალიზაცია

  ამ ბოლო პერიოდში საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა, მისი შემდგომი განვითარების გზები და პერსპექტივა ცხარე მსჯელობასა და კამათს იწვევს. ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემას. ვიდრე უშუალოდ განათლების სფეროზე ვისაუბრებ, საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვით შევეხო გლობალიზაციას. ტერმინი გლობალიზაცია 1961 წელს გაჩნდა ლექსიკონში, თუმცა ამ პროცესზე აქტიური საუბარი 1980-იანი წლებიდან დაიწყო . მეცნიერთა შორის ამ ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ არსებობს. იან შოლტეს განმარტებით „გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები ისე, რომ ადამიანთა ცხოვრება მსოფლიოს, როგორც ერთი მთლიანობის ფარგლებში მიედინება“. ენტონი გიდენსის მოსაზრებით კი „გლობალიზაცია შეიძლება აიხსნას, როგორც იმ მსოფლიო მასშტაბის სოციალურ ურთიერთობათა გაძლიერება, რომლებიც დაშორებულ ადგილებს იმგვარად აკავშირებს ერთმანეთთან, რომ ადგილობრივი მნიშ...

მოსწავლის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის განსაზღვრისთვის

  ანოტაცია ჩემი კვლევის საგანია თანამედროვე განათლების სისტემაში არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც წარმოადგენს მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის და ინტერესის ზრდას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლისადმი იძულებითი მეთოდებით ინტერესდებიან, ანუ მათ არ გააჩნიათ შინაგანი მოტივაცია და მხოლოდ გარეგანი მოტივაციით (იძულებით) არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. უარეს შემთხვევაში კი მათ ეს გარეგანი მოტივაციაც არ გააჩნიათ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არც ისე ხშირი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, მაინც რა არის შინაგანი და გარეგანი მოტივაცია და რას შეუწყობს ხელს ამ საკითხის კვლევა? ჩემი მიზანი სწორედ ამ კითხვაზე სწორი და ნათელი პასუხის პოვნაა, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს პედაგოგებს და მოგვცემს იმ მეთოდებისა და სტრატეგიების განსაზღვრის საშუალებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ზრდას.  მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ შერჩეული საკვლევი თემა საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა თანამედროვე პედაგოგიური საქმიანობისათ...

ნეოევრაზიანიზმი და ევრაზიული კავშირი

ჩემი კვლევის საგანია ნეოევრაზიელთა მიერ შემუშავებული ახალი გეოპოლიტიკური დოქტრინა, რომლის პოლიტიკურ პრაქტიკაში განხორციელებაც სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ჩემი მიზანია ნეოევრაზიელთა შეხედულებების შესწავლა, მათი წინამორბედების ნაშრომების საფუძველზე და ამ კონტექსტში პუტინის რეალური მიზნის განსაზღვრა. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში ევრაზიის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და მას სხვადასხვა ასპექტები გააჩნია. აშშ-რუსეთს შორის დაპირისპირებამ და „ცივი ომის“ დასასრულმა გამოიწვია ორი იდეოლოგიური ბლოკის - ატლანტიზმისა და ევრაზიის დაპირისპირება. ამ ცნებებს გააჩნიათ, როგორც გეოგრაფიული, ისე ცივილიზაციური დატვირთვა, რაც შედეგად ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას და შესაბამისად ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობის აუცილებლობას. ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ განაცხადა თავისი „დიდი სტრატეგია“, რომ 2015 წლის ბოლოსთვის იგი შექმნიდა ევრაზიულ კავშირს, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებოდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოები. ამდენად, პუტინის ...

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სამწუხაროდ, ქართული განათლების ისტორიის საწყისი ეტაპისა და შესაბამისად, განათლების სისტემის წანამძღვრების ადრეული მახასიათებლების შესახებ ავთენტური ქართული წყაროები არ არსებობს და მათზე მსჯელობა მხოლოდ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფოს შენების ადრეულ ეტაპზე ზედმეტია საუბარი განათლების სისტემის მოწყობაზე, თუმცა აღზრდის პროცესი მაინც მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებით.  როგორც ვიცით, ქართულმა სახელმწიფომ განვითარების რთული გზა გაიარა მუდმივი შიდა თუ გარე ომებით. სხვადასხვა დამპყრობლების საუკუნოვანმა ბატონობამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქვეყნის განვითარებას, რაც ცხადია განათლების მიმართულებითაც აისახა და მოგვცა ის რეალობა, რომ განათლების სისტემა ქართულ სახელმწიფოს რუსეთის მიერ ჩვენს ანექსიამდე არ ჰქონია. განათლების სისტემის ქართული მოდელის შესახებ მსჯელობა მაინც არის შესაძლებელი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც იწყება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მ...

სახელმწიფო (თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ)

სახელმწიფო არის სპეციალური ტიპის პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც წარმოიშვა სოციალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე და წარმოადგენს ძალაუფლების ცენტრალურ ინსტიტუტს კონკრეტული საზოგადოების პოლიტიკურ სისტემაში. მეცნიერებასა და სოციალურ პრაქტიკაში სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის პროცესის შესწავლა აუცილებელია. მათი წარმოშობის მიზეზების, პირობების და შაბლონების სწორად გააზრება საშუალებას იძლევა არა მხოლოდ გამოავლინოს ამ ფენომენების ბუნება, დადგინდეს მათი არსებობის მიზეზები და პირობები, არამედ გამოავლინოს მათი როლი, გაითვალისწინოთ მათი არსებობის ისტორიული საზღვრები. დაახლოებით 10 ათასი წლის წინ, საზოგადოების გრძელი ევოლუციური განვითარების პროცესში, შეიქმნა სახელმწიფო. მისი გარეგნობა განპირობებულია სოციალური, ეკონომიკური, კლიმატური, გეოგრაფიული, რელიგიური და სხვა ფაქტორების მთელი კომპლექსით, რომლებსაც განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ ადამიანის სოციალური ცხოვრების ორგანიზებისთვის. რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ხალხი ცხოვრობდა სახელმწიფო და სამართლებრივი რეალობის პირობებში. არსებობს მრავალი ...